
"საერთაშორისო გამჭვივარლობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეკლესიის წიაღში შექმნილი მდგომარეობით საზოგადოება დაზაფრულია და ეს ქვეყანაზე ცუდ გავლენას იქონიებს.
"მეუფე იაკობის განცხადებებზე რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები ამ ყველაფერზე. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის სამწუხარო, ვგულისხმობ იმას, რაც ხდება საპატრიარქოში. ცხადია ეს ყველაფერი საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. საზოგადოება არის დაზაფრული და ეს არის ფაქტი. ყველაფერი რაც ხელს უწყობს, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაიყოს და ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ეს ზოგადად ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეუფე პეტრე ცაავასთვის მღვდელმთავრობა აღეკვეთა. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, პეტრე ცაავამ სკანდალური განცხადებები გააკეთა.