logo
ENG



ბოკერია მოსამართლეობის კანდიდატს:კრიტიკა, რანაირად შეიძლება იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა?

04 ნოე 201911:50
3 წუთის საკითხავი
 
so0sycheudhh4mx.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უვადო მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს უსმენენ, დაინტერესდა, პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა, როგორ შეიძლება იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა.

მან ასევე თხოვა მოსამართლეს განემარტა რას ნიშნავს სიტყვები, „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ირღვევა“, „ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება“.

„მე გეკითხებით, როცა ამბობდით, „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ირღვევა“, „ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება“, - სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, ეხლა ამიხსენით, კრიტიკა რანაირად არის სასამართლოს დამოუკიდებლობის  ხელყოფა? მე პირადად ხელყოფად მიმაჩნია, როცა სახელმწიფო ერევა სასამართლო საქმინობაში, ემუქრება მოსამართლეს სისხლის სამართლებრივი დევნით, ქვებს ესვრის მოსამართლეებს სახლებში, ან დედას უყენებს ბრალს“, - მიამრთა გიგა ბოკერიამ ნინო ქადაგიძეს.

ქადაგიძემ აღნიშნა, რომ კრიტიკა ვერც ერთ ეტაპზე სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ვერ შელახავს, თუმცა განმარტა, თუ რა იგულისხმა კონკრეტულ შემთხვევაში.

„კრიტიკა ვერც ერთ ეტაპზე სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ვერ შელახავს, მაგრამ წავიდა საუბარი იმაზე, რომ განხორციელებულიყო საკანონმდებლო ცვლილებები, რაც განაპირობებდა იუსტიციის საბჭოს დათხოვნას. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივა ხელყოფდა სასამართლო სისტემას“, - აღნიშნა ქადაგიძემ.

ქადაგიძის განმარტებას ბოკერიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა არც ამ სემტხვევაში დარღვეულა, რადგან იუსტიციის საბჭო არ დაუთხოვიათ.

 


close დახურვა