logo
ENG



გამოდის კანონის დარღვევის უფლება გაქვთ?! - ბოკერიამ ქადაგიძეს მეთოფიშვილის პოსტის მოწონება შეახსენა

04 ნოე 201912:21
3 წუთის საკითხავი
 
9nzb1ada51h47fh.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უვადო მოსამართლეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს, სერგო მეთოფიშვილის განცხადება გაახსენა და ჰკითხა, თუ რატომ მოუწონა მას "ფეისბუქზე" პოსტი, რომელიც პოლიტიკოსებზე თავდასხმას შეიცავდა.

ბოკერიამ ქადაგიძეს ჰკითხა, გააკეთებს თუ არა ისეთ განცხადებებს, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას, არ დაუჯერონ ცრუ კრიტიკოსებს და არჩევნებზე საკადრისი პასუხი გასცენ.

ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ის ასეთ განცხადებებს არ გააკეთებს. ოპონენტმა მას კონტრშეკითხვად სწორედ მეთოფიშვილის განცხადება მოუყვანა, რომელიც მოსამართლეს სოციალურ ქსელში მოწონებული აქვს.

„თქვენ რომ უცებ გამოხვიდეთ და მითხრათ, "რა კითხვებს მისვამთ საერთოდ, თქვენ ხომ იმ პოლიტიკური გუნდის წევრი ხართ, რომელმაც ეს და ეს გააკეთა, ხალხო მოგიწოდებთ ყველას, არ დაუჯეროთ ამ ცრუ კრიტიკოსების აზრებს, მოგიწოდებთ ყველას არჩევნებზე ღირსეული პასუხი გასცეთ. საქართველო არის მოწინავე ქვეყანა და ამ სიბინძურეს, რომელსაც ივანიშვილის ოპონენტები ავრცელებენ, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ," ეს განცხადება იქნება ნორმალური თქვენი მხრიდან?! აი ასეთი განცხადება გააკეთა ერთმა ცნობილმა ადამიანმა და გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთ-ერთ რეიტინგში იყო კარგ პოზიციაში. მსოფლიოს 150 ქვეყანას შორის საქართველოში ბიზნესის კეთების მაჩვენებლით საქართველომ მეექვსე ადგილი დაიკავა. ამ პოზიციით, უსწრებს ნორვეგიას, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს... მერე კი უცებ გადავიდა ოპონენტების ლანძღვაზე, იქვე არის მისი კომენტარი: "ეს არის ყველაზე კარგი და დასაბუთებული პასუხი, გიგაურს, ვერძეულს, სალაძეს და მათნაირებს, მათ მიერ შექმნილ "ფეიკ ნიუსებზე," ბინძურ ჭორებზე და თავხედურ პოლიტიკურ თავდასხმებზე". მაინტერესებს, ეს არის თუ არა პოლიტიკური თავდასხმა?“, - მიმართა ბოკერიამ ქადაგიძეს.

მოსამართლემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი კოლეგის ქმედებებს ვერ შეაფასებს, რადგან ეს არაეთიკურია, თუმცა იქვე დასძინა, რომ აქვს უფლება რაღაც მოიწონოს.

„მე ჩემი კოლეგის ქმედებებს ვერ შევაფასებ ეს იქნება არაეთიკური. ვიცი საითკენაც მიგყავთ საუბარი. მე მივესალმები რეიტინგებს. თავს ვერ ვიმართლებ. მაქვს უფლება რაღაც მოვიწონო“, - განმარტა ქადაგიძემ.

ქადაგიძის პასუხს ბოკერიას რეპლიკა მოჰყვა, სადაც მან განაცხადა, რომ თუ მოსამართლეობის კანდიდატი იწონებს კოლეგის მიერ განხოერციელებულ პოლიტიკურ თავდასხმას, გამოდის რომ იგი თავს კანონის დარღვევის უფლებას აძლევს. 

დალაიქებული და შექებული გყავთ ეს განცხადება, რომელიც მეთოფიშვილმა გააკეთა. გამოდის კანონი დაარღვიეთ და ამბობთ, რომ გაქვთ ამის უფლება“, - აღნიშნა ბოკერიამ.  

 


close დახურვა