ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს პირისპირ შეხვედრის გამართვას ყაზახეთში სთავაზობს. ქვეყნის ყოფილი ლიდერი აცხადებს. რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ვლადიმერ პუტინი და ვლადიმერ ზელენსკი დონბასის კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებას შეძლებენ.
ნურსულთან ნაზარბაევის თქმით, არსებობს სხვადასხვა ფორმატი და წინადადება, მაგრამ მიიჩნევს რომ ამგვარი პრობლემა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს. ცნობილია, რომ ზელენსკი მის ინიციატივას უკვე დათანხმდა. კრემლში კი აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს, მაგრამ ახლა მოსკოვი "ნორმანდიული ფორმატის" მომზადებაზეა კონცენტრირებული.
