14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მას ბრალი შვილიშვილზე ძალადობისა და მუქარის მუხლით ჰქონდა წაყენებული.
ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე, 23 წლის კაცი გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.
გარდაცვლილი გოგოს ბაბუა შვილიშვილზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 15 თებერვალს დააკავეს. ის აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ მისმა შვილიშვილმა "ოჯახის ღირსება შეარცხვინა" და ამიტომ იძალადა მასზე.