"ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი ვაჟა გაფრიდანშვილის გათავისუფლების გზებზე საუბრობს. როგორც მან გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" განმარტა ამ დრომდე დაკავებული ექიმის საკითხი იმ დონეზე არ დამდგარა და განხილულა, რა დონეზეც მსგავსი პრობლემები გვარდება. სწორედ ამიტომ პროცესები იწელება და ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ იდგმევა.
"უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც ქერჩის სრუტეში მოიტაცეს რუსებმა, გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე განიხილეს ეს საკითხი. საელჩოებთან საკითხის დაყენება არ ვიცი რამდენად მაღალი დონე იქნება ბატონო ვაჟას გამოშვებასთან მიმართებაში, თუ გახარიას აქვს პრემიერ-მინისტრის პოზიცია, თუნდაც ფორმალურ დონეზე, ნუთუ არ იმსახურებს ბატონი ვაჟა რომ ამ საკითხზე გახარიამ დაურეკოს და სთხოვოს გერმანიის კანცლერს, საფრანგეთის პრეზიდენტს და ა.შ. გსმენიათ, რომ ამ დონეზე წამოჭრილა ეს საკითხი? გაეროს რომელიღაც დონეზე იყო, მაგრამ ეს ამ დონის საკითხი არ არის სამწუხაროდ,"-აღნიშნა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე დაკავებულია.
