logo
ENG



15 ღირდა, ახლა 20-ია, რთული იქნება - საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა

08 ივნ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან შეზრუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იწყება. ქვეყნის მასშტაბით, მუშაობა განაახლეს დახურული ტიპის კაფე-ბარებმა და რესტორნებმა ამუშავდება, სასტუმროებმა. გარდა ამისა, გაიხსნა ვალუტის გადამცვლელი პუნქტები. მომსახურების მისაღებად კი მოქალაქეებს სპეციალური წესების დაცვა მოუწევთ. 

გარდა ამისა, დღეიდან შესაძლებელი ხდება საქალაქთაშორისო გადაადგილება. მოქალაქეებს მგზავრობის საფასური გაზრდილი დახვდათ. ფასებმა დაახლოებით 3-დან 5 ლარამდე მოიმატა. მოსახლეობა ფასების ძველ ნიშნულზე დაუბრუნებას ითხოვს. 

„15 ლარი ღირდა და ახლა 20 ღირს, რატომ მოუმატეს, ამის მიზეზი არ უთქვამთ. პენსიონერი ვარ და რთული იქნება...“, - განუცხადა „ფორმულას“ ერთ-ერთმა მგზავრმა.

დღესვე მუშაობა განაახლეს სავალუტო ჯიხურებმა. მომხამრებელს და მომსახურე პერსონალს პირბადის ტარება ევალებათ, ასევე, დეზინფექცია უტარდება ფულს. 

„მომხმარებელს უნდა ეკეთოს ნიღაბი აუცილებლად და დზობარიერი - უნდა დაიხსას ხელზე და უნდა დაჯდეს. დამატებით, მაინც რომ შემოდის ფული, მასაც ვასხავთ, რომ შემოდის ოქრო ანალოგიურად ვიქცევით“, - განუცხადა „ფორმულას“ ჯიხურში დასაქმებულმა პერსონალმა.

ასევე, შეზღუდვებია დახურულ კაფე-ბარებშიც, სადაც მომსახურე პერსონალური აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ეკიპირებით. მაგიდებს შორის უნდა იყოს დისტანცია. დახურულ კაფე-ბარებში ორმეტრიანი დისტანციის დაცვის მიზნით მაგიდების რაოდენობა შემცირდა.

სტუმრებს თერმოსკრინინგისა და დეზობარიარის გავლა მოუწევთ. კვების ობიექტებში მაგიდებთან ერთად, ჭურჭელიც სპეციუალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება. ასევე, შეზღუდულია ერთ მაგიდასთან მჯდომ პირთა რაოდენობაც.

 

 


close დახურვა