logo
ENG



15 წლის მოზარდის დაჭრის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული პირი დააკავეს

31 მაი 202210:35
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 წლის მოზარდის დაჭრის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა 15 წლის მოზარდი დანით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ, 30 მაისს სამგორის რაიონში მოხდა. მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი.


close დახურვა