logo
ENG



ბესელიას განცხადება არ არის სერიოზული, პარლამენტი რეგლამენტის შესაბამისად მუშაობს - ირაკლი კობახიძე

08 დეკ 201918:29
3 წუთის საკითხავი
 
9lstr4wrut2zgwl.jpg

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ პარლამენტი რეგლამენტის შესაბამისად მუშაობს.

კობახიძე ბესელიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ღამის სამ საათზე პარლამენტში არავინ მუშაობს.

„ეს არ არის სერიოზული განცხადება, პარლამენტი მუშაობს რეგლამენტის შესაბამისად, არავინ მუშაობს ღამის სამ საათზე“, - განაცხადა კობახიძემ.

იმავე აზრზეა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა, მოსამართლეების მოსმენის პროცესი გამჭვირვალედ ჩაატარა.

„საქართველოს პარლამენტმა მოსამართლეების გასაუბრების პროცესი ჩაატარა დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებამაც ნათლად დაინახა. ყველა კითხვა იყო დასმული და ყველა კანდიდატის მოსმენა მოხდა საჯაროდ. ვინაიდან საშემოდგომო სესია უკვე იხურება, პრაქტიკულად, ეს არის ბოლო პლენარული სხდომა, შესაბამისად, რეგლამენტის თანახმად, ამ სხდომაზე შეგვიძლია ამ საკითხის განხილვა. აქ კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. პარლამენტი ვალდებულია, რომ დროულად უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება“, - აცხადებს თალაკვაძე.

ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირაში, 11 დეკემბერს გაიმართება.

ბესელია მმართველ გუნდს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მისი თქმით, თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, სასესიო კვირაში საკომიტეტო მოსმენები არ იმართება.

 


close დახურვა