logo
ENG



ბრალდებები მიცემულ ჩვენებასა და ექსპერტის დასკვნასთან შეუსაბამოა - ჯიკარიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

11 დეკ 201908:10
3 წუთის საკითხავი
 
3j4lfz79evsa5hd.jpg

თამთა თოდაძის საქმესთან დაკაშვირებით, სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზე გაიმართება. ჯიშკარიანის დაცვის მხარემ წინა სასამართლო პროცესი შუამდგომლობის მოთხოვნით გადადო. დღევანდელი სასამართლო სხდომიდან თამთა თოდაძის ადვოკატი ჯიშკარიანის დაცვის მხარისგან არგუმენტების მოსმენას ელოდება. 

"წინა სასამარტლო სხდომა გადაიდო, რადგან ბრალდების მხარის მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა ილია ჯიშკარიანის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლობაზე. შუამდგომლობის საპასუხოდ მოსაზრების მოსამაზადებლად ჯიშკარიანის მხარემ მოითხოვა დრო. გაიმართება სხდომა და მოვისმენთ ჯიშკარიანის ადვოკატების მოსაზრებას, პროკურორის მოსაზრებასაც შუამდგომლობასთან დაკავშირებით",-განმარტავს თამარ ლუკავა.

თავად ჯიშკარიანის ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ პროცესი ამ დრომდე კონკრეუტლი მიზეზის გამო გაიწელა. კერძოდ იმიტომ, რომ თოდაძის ბრალდებები მიცემულ ჩვენებასა და ექსპერტიზის დასკვნასთან შესაბამოა. 

​"ჯერ ვერ გადავლახეთ წინა სასამართლოს სხდომის ეტაპი. მტკიცებულების დასაშვებობას განიხილავს სასამართლო. არ სურთ საქმეს დაერთოს თოდაძის მიერ გაკეთებული საჯარო განაცხადებები მტკიცებულებების სახით, რადგან ეს განცხადებები პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ის ადამიანი რასაც აქამდე ამტკიცებდა,  თანხვედრაში არაა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებასა და მით უმეტეს ექსპერტიზის დასკვნასთან",-აცხადებს მარიამ კუბლაშვილი. 

შეგახსნებეთ, რომ თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დეპუტატს ბრალი სამსახურეობრივი მდგობარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემისთვის წაუყენეს.

 


close დახურვა