logo
ENG



სუნმა პარლამენტში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დამტკიცებას ხელი არ შეუშლია, თუმცა ეკონომიკის მინისტრის მოსმენა ჩააგდო

13 დეკ 201920:16
3 წუთის საკითხავი
 
ct07p9lyu2szge2.jpg

სუნი - ის, რამაც გუშინ „ქართულ ოცნებას“ ხელი არ შეუშალა ე.წ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დამტკიცებაში, დღეს გახდა მიზეზი ეკონომიკის მინისტრის მოსმენის ჩასაგდებად. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარულ სხდომათა დარბაზში გუშინ გამოყენებული გაურკვეველი ნივთიერების გამო რამდენიმე დეპუტატი დღესაც შეუძლოდ გახდა. რისი სუნი დადგა პარლამენტში, ორი დღეა, არკვევენ. ჯერ კიდევ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარი „ქიმიურ შეტევად“ შეაფასა და ოპოზიცია დაადანაშაულა.

სისტემა ყარს - ამის საჩვენებლად გამოყენებული ხსნარი რომ უსაფრთხოა, ამაზე სპეციალისტებიც საუბრობენ. 


close დახურვა