„ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვიცნობთ, - "აიარაის" და "ენდიაის", ჩვეულებრივ, თავს, ავტორიტარული მთავრობები ესხმიან“ - ამ შეფასებების მოსმენა თბილისიდან ამერიკაში საგანგებოდ მივლინებულ დეპუტატებს „აირაის“ პრეზიდენტისგან მოუწიათ.
ბიძინა ივანიშვილის თავდასხმის შემდეგ, მმართველი გუნდის წევრებმა პარტნიორებთან ურთიერთობების გარჩევა მედიისგან მალულად გადაწყვიტეს.
ვაშინგტონი ქართული დემოკრატიის უკუსვლის გამო შეშფოთებულია. უმრავლესობის დეპუტატების ვიზიტს დაემთხვა ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლის ორპარტიული წერილის გამოქვეყნება.
ამერიკელი კონგრესმენები შოკირებული არიან საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და იმ მეთოდების გამო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება განსხვავებული აზრის წინააღმდეგ იყენებს. ადამ კიზინგერი ის კონგრესმენია, რომელიც პირადად იმყოფებოდა საქართველოში და დაპირება საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ „ქართული ოცნებისგან“ მოისმინა.
„აიარაის“ პრეზიდენტის ეს მწვავე კომენტარი ორგანიზაციის ოფისში „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებთან შეხვედრას მოჰყვა. გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციებზე ბიძინა ივანიშვილის თავდასხმების შემდეგ „ქართული ოცნება“ „აიარაის“ ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. კრიტიკული მედია ამ შეხვედრის შესახებ ქართულ დელეგაციას წინასწარ არ გაუფრთხილებია. მიზეზი ცხადია „აიარაის“ პრეზიდენტის განცხადება გახდა - ვაშინგტონში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა აღელვებთ.
