
ქურთები დევნილთა შესახებ გაეროს გლობალურ ფორუმში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მონაწილეობას აპროტესტებენ.
თურქეთის პრეზიდენტის საწინააღმდეგო პლაკატებით დემონსტრანტები ჟენევაში, ორგანიზაციის შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ერდოღანი ჰიტლერს შეადარეს და სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაციის გამო გენოციდში დაადანაშაულეს.
თავად თურქეთის ლიდერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობა გააკრიტიკა. მისი თქმით, ქვეყნები სირიაში ნავთობსაბადოების დასაცავად უფრო მეტ თანხებს ხარჯავენ, ვიდრე ბავშვების დასახმარებლად.