მინსკში, უკრაინის ხელისუფლებისა და დონბასის სეპარატისტებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ნორმანდიული ფორმატის სამიტის შემდეგ პირველად გაიმართა. მთავარი საკითხი პატიმრების გაცვლა იყო.
პროცესისთვის ვადა ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე თვის ბოლომდე განსაზღვრეს, თუმცა მხარეებმა ამ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სეპარატისტებმა უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკების ჩაშლაში დაადანაშაულეს.
