logo
ENG



ჭირისუფალია სრულიად საქართველო - ოპოზიცია, გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, სამძიმარს უცხადებს

19 დეკ 201914:40
3 წუთის საკითხავი
 
0c1mjlrbl0l3uka.jpg

ოპოზიციური პარტიის ლიდერები სამძიმარს უცხადებენ იმ ახალგაზრდების ოჯახებს, ვინც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

როგორც „ლეიბორისტული“ პარტიის წევრმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია შეკრებილია იმისთვის, რომ იპოვოს გზა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ასეთი ტრაგიკული დღეები.

„აქ შეკრებილი პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, სამძიმარს უცხადებენ ლუკა სირაძის ოჯახს. ასევე სამძიმარს ვუცხადებთ აბაშაში და ბათუმში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თვითმკვლელობით გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს. ეს ჩვენი საერთო ტრაგედიაა, ჭირისუფალია სრულიად საქართველო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, მათი უსაფრთხოება და მათი გზა იყოს დაცუდლი. სწორედ ამიტომ იკრიბება აქ პოლიტიკური სპექტრში, სწორედ იმ გზებზე ვმსჯელობთ, რათა რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ასეთი დღეები“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, ლეიბორისტული პარტიის ოფისში, მორიგ შეხვედრას მართავენ. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი, თუ რა გეგმით აპირებს ოპოზიცია მოქმედებას. დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხვალ, ხელისუფლბის წარმომადგენლებთან დიალოგის მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, მიმდინარე კვირის გეგმები, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო გააუქმეს.

 

 


close დახურვა