logo
ENG



თამარ კინწურაშვილი ტროლებზე: დამნაშავეს ეძებენ ყველგან და ცდილობენ პასუხისმგებლობა მოუხსნან ხელისუფლებას

19 დეკ 201923:00
3 წუთის საკითხავი
 
r657w32mxlmq85d.jpg

"ბოლო დროს თვალსაჩინო ხდება, რომ სახელისუფლებო ტროლების ანტილიბერალური და პრორუსული ფარული არხების გზავნილები ძალიან ჰგავს ერთმანეთს",- ასე გამოეხმაურა "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს. როგორც კინწურაშვილი გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" განმარტავს, სახელისუფლებო ტროლები ყველა გზით ცდილობენ პრობლემაზე პასუხისმგებლობა დააკისროონ სხვადასხვა ჯგუფს და ამგვარად ხელისუფლება აარიდონ კრიტიკისგან. 

"ისინი (ტროლები) დამნაშავეს ეძებენ ყველგან და ცდილობენ პასუხისმგებლობა მოუხსნან ხელისუფლებას. აქ არის როგორც ცრუ გვერდები; ზოგიერთი ოპერირებს როგორც მედია და ასევე არიან „ქართულ მარშთან“ დაკაშირებული ჯგუფები, რომლებიც ეძებენ „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ყველაფერში. პირველ რიგში მცდელობაა პასუხისმგებლობა სკოლაზე გადაიტანონ და გაამართლონ ხელისუფლება. საუბარია სოციალურ უთანასწორობაზე და ყველაფერზე გარდა ხელისუფლების წილი პასუხისმგებლობისა. ესაა კარგად ორგანიზებული კამპანია, სადაც ჩართულია სახელისუფლებო ჯგუფები",-აღნიშნავს თამარ კინწურაშვილი. 


close დახურვა