ლენტეხის რაიონის იმ სოფელში, სადაც კორონავირუსის ინფექცია დადასტურდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, მოსახლეობას კი სიცხე გაუზომეს. ორ მოქალაქეს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა, რაიონი კი კვლავ იზოლაციაშია. კარანტინის პირობებში, ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ.
"ყველა ოჯახი კარდაკარ დავიარეთ, ყველა ოჯახი შემოვიარეთ, ჩატარდა თერმოსკრინინგი და ორს გამოუვლინდა ტემპერატურის მატება", - აღნიშნა მედიკოსმა.
ადგილობრივების თქმით, სურსათის თვალსაზრისითი პრობლემა არ არის და მარაგები ყველას აქვს.
"გამოუვლინდება თუ არა ვინმეს სიმპტომი, ტესტები არის და ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, დროულად ჩატარდეს კვლევები. 2-3 დღეში მთლიანად ყველა მცხოვრებს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი", - აღნიშნა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.