მოძრაობა 20-30-იანელებმა რუსთაველის თეატრის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს.
მათ ადგილზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვარსკვლავი გახსნეს.
„ჩვენ გვინდა, რომ ერის მამა, ბატონი ბიძინა და მისი ღვაწლი დავაფასოთ. ეს ღვაწლი სამწუხაროდ ვერ დააფასა ჩვენმა კულტურის მოღვაწეებმა. ბატონ ბიძინას ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენი კულტურის განვითარებაში და ვწუხვართ, რომ ამ დიდი ადამიანის ღვაწლი ვერ დააფასეს. ჩვენ მივხვდით ამას და გავუხსენით ვარსკვლავი თეატრის წინ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვარსკვლავი დააზიანეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პერფორმანსს მოგვიანებით თეატრის ადმინისტრაცია გამოეხმაურა და პოსტერი ტერიტორიიდან აიღო.