ჰონგ-კონგში აქციის 200-მდე მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველებმა არასანქცირებული აქციის მონაწილეები ნაწილი ქუჩაში აიყვანეს, მოგვიანებით კი ჩხრეკა სავაჭრო ცენტრებში ჩაატარეს, სადაც დემონსტრანტები თავს აფარებდნენ.
აქციები ჰონგ-კონგში მეხუთე თვეა, არ წყდება. საპროტესტო გამოსვლების მიზეზი თავდაპირველად ექსტრადირების შესახებ კანონპროექტი იყო, მაგრამ ის მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.