logo
ENG



პანკისელები უსაფრთხოების დაცვის სახელით, მუდმივი რეპრესიების ქვეშ ცხოვრობენ - ადგილობრივების მანიფესტი

30 იან 202008:33
3 წუთის საკითხავი
 

პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი მანიფესტს აქვეყნებს.

როგორც წერილში წერია, შეზღუდულია პანკისელი საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა. მანიფესტის მიხედვით, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც პანკისელები სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის სახელით, მუდმივი მორალური და ფიზიკური რეპრესიების ქვეშ ცხოვრობენ.

წერილში აღნიშნულია, რომ ვახა მაჩალიკაშვილი აღმოჩნდა პირველი პანკისელი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, გაუზიაროს სიმართლე პანკისის შესახებ. საინიციატივო ჯგუფს მხარს უჭერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. 

„მანიფესტი აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ მდგომარეობას, რომელიც პანკისში არსებობს. მათ თავიანთი სიმართლის თქმის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ყველა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა ეს მანიფესტი საფუძვლიანად უნდა წაიკითხოს“, - აღნიშნა თამთა მიქელაძემ.  

 

 


close დახურვა