ქუთაისის და თბილისის მერიები ერთ კომპანიაზე მორგებულ ტენდერს აცხადებენ - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე.
მისი განცხადებით, ტენდერების ისე ცხადდება, რომ მასში მხოლოდ ერთი კომპანია „ლიკო 1“ იმარჯვებს.
გიგა შუშანიას განცხადებით, აღნიშნული კომპანია ვიცე-მერის იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორს ეკუთვნის.
კომპანიას ჯამში 800 ათასი ლარის ღირებულების 35 ტენდერი აქვს მოგებული.
