logo
ENG



ამირან გამყრელიძე: ჩატარდა ე.წ სწრაფი ტესტი და ბავშვებთან დადგინდა A ტიპის გრიპის ვირუსი

30 იან 202018:16
3 წუთის საკითხავი
 
zr78wgq77kg9rtw.jpg

„ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევა ე.წ. სწრაფი ტესტი და ბავშვებთან დადგინდა A ტიპის გრიპის ვირუსი, - ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აკეთებს. მისი განცხადებით, ცოტა ხნის წინ ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ჩინელ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

„გავრცელდა ინფორმაცია რამოდენიმე თითქოსდა სავარაუდო შემთხვევის შესახებ. პირველი ეხება არასრულწლოვნებს, რომლებიც თავის ოჯახთა ერთად მოგზაურობდნენ და იყვნენ ყაზბეგში, ბავშვებს ჰქონდათ ტემპერატურული რეაქცია და მცირე გამოვლინება რესპირატორული მოვლენების. ამის გამო ჩაითვალა მიზანშეწონილად კონსულტაცია და შემდგომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ისინი თავის ოჯახთან ერთად გადმოყვანილი იქნენ ინფექციურ საავადმყოფოში. საავადმყოფოში ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა ე.წ. სწრაფი ტესტი და ბავშვებთან დადგინდა A ტიპის გრიპის ვირუსი. არავითარ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის. აღებულია ნიმუშები ე.წ. მოლეკულური კვლევისთვის, რომელის მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამოდენიმე საათი.

მეორე გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუშაობს პეკინში, მას საზღვარზე არაფერი არ დაუფიქსირდა და სახლში მისვლისას დღის მეორე ნახევარში დაეწყო ტემპერატურა. ის თავისი ინიციატივით მივიდა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მოთავსდა ბოქსირებულ განყოფილებაში და მიმდინარეობს კვლევები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა საბოლოოდ დარწმუნებისთვის მოლეკულური ანალიზის შედეგებს ელოდებიან.

"თუ ვერ დაიჭირა სწრაფმა ტესტმა, მოლეკულური მაინც იჭერს. პრაქტიკულად უკვე მოხსნილია ყოველგვარი ეჭვი, მაგრამ მოლეკულური მაინც გვჭირდება, რომ საბოლოოდ დავრწმუნდეთ",- აცხადებს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთის 9 მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან ორი მცირეწლოვანი ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდებიან, ხოლო 7-ს როგორც კონტაქტებს, ისე გაუგრძელდებათ ზედამხედველობა. როგორც ერთ-ერთი ჩინეთის მოქალაქე აცხადებს, მას ჩვეულებრივი ტემპერატურა აქვს და ოდნავ ტკივა ყელი.



close დახურვა