logo
ENG



2021 წლის წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა

02 ივნ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის საწყლოსნო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა. მომავალი სეზონიდან, წყალბურთის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში 16-ის ნაცვლად 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საუკეთესო კლუბი „დინამო თბილისი" იმ გუნდებს შორის მოხვდა , რომლებმაც ჩემპიონატის ორგანიზატორებისგან „ველური ბარათი" მიიღეს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყების თარიღად 2020 წლის 11-12 ნოემბერი დასახელდა. ფინალურ სერიას კი, რომელშიც მონაწილეობას საუკეთესო რვა გუნდი მიიღებს ჰანოვერი 2021 წლის 4-6 ივნისს უმასპინძლებს.


close დახურვა