პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები "ქართულ ოცნებას" დაპირებულ საარჩევნო სისტემას სთხოვენ, რომელიც მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით რჩეულმა დეპუტატებმა ჩააგდეს. აქტივისტები ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას უკომპრომისო ბრძოლას უცხადებენ.
"საზოგადოებრივი კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 70 % უკმაყოფილოა ივანიშვილის მიერ პროპორციული არჩევნების ჩაგდებით. ამიტომ ჩვენი პროტესტი გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევახსენოთ როგორ არ შეიძლება ხალხის ნების უგულებელყოფა. ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო",-აღნიშნავს ნოდარ რუხაძე.
მოძრაობა "სირცხვილიას" სამომავლო გეგმები კვლავ პროტესტს უკავშირდება. აქციის ორანიზატორების განმარტებით, საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს პროპროციული არჩევნები.
"ჩვენ ვრჩებით დანაპირების კვალდაკვალ. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი წელი, როცა ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს. ივანიშვილს არ გამოუვა, რომ ეს თემა მეორე ან მესამე ხარისხოვანი გახადოს. ვფიქრობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ივანიშვილის სურვილის ან მის გარეშე",-აცხადებს მაქარაშვილი.
