აიოვას პრაიმერიზში პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის პიტ ბუტიჯიჩი და ბერნი სანდერსი ლიდერობენ. წინასწარი შედეგები ხმის დათვლასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზის გამო თითქმის ერთდღიანი დაგვიანებით გამოქვეყნდა. მონაცემების თანახმად, ბუტიჯიჩს თითქმის 27 %-იანი მხარდაჭერა აქვს, სანდრერსმა კი ხმების 25 % მოაგროვა. მესამე ადგილს იკავებს ელიზაბეტ უორენი 18-ტ პროცენტიანი მხარდაჭერით. მას ჯოზეფ ბაიდენი მოჰყვება. შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ამომრჩევლის მხოლოდ 15 პროცენტი მიემხრო.
პრეზიდენტის პოსტისთვის დემოკრატიულ პარტიაში 11 კანდიდატი იბრძვის.
