logo
ENG



მამალაძის უფლებადამცველი სასამართლოს დეკანოზისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართავს

10 თებ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა გლდანის ციხესთან. ადგილზე დეკანოზის ძმა და ადვოკატი მივიდნენ და გიორგი მამალაძის პატიმრობა გააპროტესტეს. მათი თქმით, მამალაძე უკანონო პატიმარია და საპყრობილეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, აქედან გამომდინარე დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის თქმით, 11 თებერვალს ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართავენ, რომ დეკანოზ მამალაძეს სასჯელი გადაუვადდეს.

„გამომდინარე იქიდან რომ მისი მდგომარეობა მძიმე არის 11 თებერვალს მივმართავთ საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით, რომ გადავადდეს ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა, გამოვიყვანთ ჩვენი სახსრებით ვუმკურნალებთ და შემდეგ ისევ დააბრუნონ ციხეში და ის განაგრძობს 9 წლიან უკანონო პატიმრობას, რაც სასამართლოში, ბუგიანიშვილმა  3 წლის წინ მიუსაჯა“,-განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დეკანოზის უფლებადამცველის თქმით, კანონი უშვებს, რომ შესაბამის მდგომარეობაში მყოფი პიროვნებას სასჯელი გადაუვადდეს, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სწორედ 11 თებერვალს გამოჩნდება რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო.

„კანონი უშვებს, რომ შესაბამის მდგომარეობაში მყოფი პიროვნების მიმართ მოხდეს სასჯელის გადავადება. ეს გამოჩნდება იქიდან გამომდინარე თუ სასამართლო რამდენად დამოუკიდებელი იქნება და არ გაიმეორებს იმ უხეშ კანონდარღვევას რაც მთელი სამი წლის განმავლობაში უკვე არსებობს, დღიდან დაკავების დეკანოზის. ახლა ვნახავთ არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი და ხო არ არის გარკვეულ პირების მიმართებაში მათი მოთხოვნების შემსრულებელი სასამართლო “,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით  2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკისას დეკანოზს მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა.


close დახურვა