logo
ENG



უზენაესი სასამართლო გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 თებ 202018:05
3 წუთის საკითხავი
 
0csbqijkqxwmvwy.jpg

საქართველოს უზენაესი სასამართლო თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთვის და მასთან ერთად ბრალდებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას "ფორმულა" უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გ. ს; გ. უ; დ. ა; ა. თ; და დ. ა. მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

. . ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

. . ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182- მუხლის მე-2 ნაწილისდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

. . ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182- მუხლის მე-2 ნაწილისდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 4 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

. . ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182- მუხლის მე-3 ნაწილისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

. . ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182- მუხლის მე-2 ნაწილისდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 4 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

 


close დახურვა