„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება.
როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ფორმატს წყვეტს და სახალხო დაუმორჩილებლობის მზადებას იწყებს.
„მივმართავ სრულიად საქართველოს. პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზები და მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი, ბატონი გიგი უგულავა. ეს არის ყველაზე და ყველაფერზე დაფურთხება. ამას არ აკეთებდნენ ყველაზე სისხლიანი დიქტატორები კაცობრიობის ისტორიაში. ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით და რომელიც ვართ საქართველოს ოპოზიცია, არ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები. გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის რეჟიმზე. ივანიშვილს ელოდება სამსჯავრო და ეს სამსჯავრო მიაკითხავს საკუთარ სასახლეში. მოემზადოს რეჟიმი, რომ მას უახლოვდება ხალხის მრისხანება და მას უახლოვდება პოლიტიკიდან სამუდამო გასტუმრება", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
