logo
ENG



20 ივნისის გმირები და ანტიგმირები შაბათის ფორმულაში

20 ივნ 202021:55
3 წუთის საკითხავი
 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის იმდროინდელი თავჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოში მართმადიდებელური მოტივებით დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მოიწვიეს, საკანონმდებლო ორგანოში სკამიც დაუთმეს და სიტყვაც მისცეს - რუსულად დაწყებული მისალმება გავრილოვს უკან დარჩა რადგან ოპოზიციის აქტივობისა და პროტესტის გამო ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს ჯერ პარლამენტის, შემდეგ კი თბილისიის დატოვება მოუწია. 

იმის გასაპროტესტებლეად  და კიდევ ერთხელ  ხმამაღლა იმის სათქმელად, რომ „რუსეთი ოკუპანტია“ - გასული წლის 20 ივნისის საღამოს დედაქალაქის მთავარი გამზირი ხალხით გაივსო. საპროტესტო აქციაზე მეტწილად იყვნენ იმ თაობის ახალგაზრდები, ვინც 2015 წელს ვერეს სტიქიიის დროს ღვარცოფით დაფარული თბილისი დაასუფთავეს.

20 ივნისის სისხლიანი დარბევის, ადამიანების დასახიჩრებისა და დაკავებების შემდეგ, პასუხისგება ისევ იმათ მოუწიათ, ვინც თბილისში რუსული სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს. არაერთი დასკვნისა თუ მტკიცებულებების მიუხედავად- რომ პოლიციამ იმ ღამით, სულ მცირე, უფლებამოსილებას გადაამეტა - არავინ დასჯილა. პირიქით ძალოვნებს სამაგალითოდ დარბეული აქცია კარიერულ წინსვლაში დაეხმარათ.   

20 ივნისის ანტიგმირი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომლის სპეცრაზმელებმაც სისხლიანი დარბევის ღამეს, 800 ტყვია გაისროლეს, აქციიდან ერთი წლის შემდეგ, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დაზვერვის უსაფრთხოების ოფიცრად დაინიშნა. ყაყიჩაშვილმა, რომელიც  გახარიას კადრი იყო  და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე სნაიპერების სამსახურის უფროსად მუშაობდა, საქართველო კოვიდის პანდემიამდე დატოვა. ის „ფორმულას“  ზარებს არ პასუხობს. 20 ივნისის სისხლიანი ღამის ანტიგმირის დაწინაურებაზე, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვენ, არაფერს ამბობს შინაგან საქმეთა სამინსიტრო. 

ყაყიჩაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალადობისთვის წაახალისა.


close დახურვა