თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც მოსწავლეები შენობაში დაბრუნდებიან და სასწავლო წელი იქ გაგრძელდება.
"ოცნების" განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის იმავე შენობაში დასრულება. პარალელურად, სკოლაში შენობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი გაგრძელდება.
ზაფხულიდან კი 21-ე სკოლაში სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია დაიწყება, რა პერიოდშიც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.
