"ქართული ოცნება" ქვეყნის შიგნით ხისტი პოზიციის დემონსტრირების პარალელურად, ქვეყნის გარეთ პარტიის შელახული რეპუტაციის გამოსწორებას ლობიზმით განაგრძობს. მთავრობამ კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან განაახლა კონტრაქტი. კონგრესმენების, სენატორებისა და ევროპარლამენტის უპრეცენდენტო კრიტიკის კვალდაკვალ იზრდება ის თანხა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ლობისტებს უხდის.
„ქართულმა ოცნებამ“ კომპანია „straight various“-სთან კონტრაქტი 28 იანვარს განაახლა. კონტრაქტზე ხელს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი აწერს. კომპანიისთვის თანხის გადახდის მიზნით ფული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, ოცნებას კომპანიისთვის თვეში 10 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.
კონტრაქტის თანახმად კომპანიას პოლიტიკის მონიტორინგი, სტრატეგიისა და გზავნილების შემუშავება ევალება.
კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელიც ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანიასთან გააფორმა 13 თებერვლით თარიღდება, ამ შემთხვევაში მოვალეობების შემსრულებული „DCI Group“-ია. თანხა თვეში 33 333 დოლარს შეადგენს, დოკუმენტზე ხელს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აწერს.
65 ათას დოლარს გადაუხდის ოცნება „Strategy group-ს“. ლობისტურ კომპანიას საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაცია, ინვესტიციებში ლობიზმი და ამერიკის მხარდაჭერის მოპოვება უსაფრთხოების სფეროში ევალება.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორებისგან კრიტიკული წერილები მიიღო პარტიამ კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა 21 იანვარს და თანხა შეადგენს 75 ათას დოლარს, კომპანია იმუშავებს კონკრეტულად „ქართულ ოცნებაზე“ და არა ქვეყანაზე.