აჭარის ტელევიზიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დღეს საშტატო ერთეულების გაუქმების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რასაც თანამშრომლები აპროტესტებენ. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და მისი შეცვლის მცდელობას.
მათივე თქმით, ამ შემთხვევაში კონკრეტულ ადამიანებს საშტატო განრიგში თანამდებობას უცვლიან და ამის ყველამ იცის ამის შესახებ. ამიტომ ისინი მოითხოვენ მიმდინარე დღის წესრიგზე აზრი დაფისქირების საშუალება მიეცეთ.
რაც შეეხება ცვლილებებს, რეორგანიზაციის მოტივით უფლებამოსილება ეზღუდებათ რამდენიმე მოადგილეს, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს.
