logo
ENG



ზურაბ მელიქიშვილი მერაბიშვილზე: იგი როგორც ივანიშვილის პირადი ტყვე, იყო საპყრობილეში

20 თებ 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება და მას „ივანიშვილის ტყვეობიდან“ დახსნას ულოცავს.

როგორც მელიქიშვილმა აღნიშნა, 7 წლის განმავლობაში მერაბიშვილი სრულ იზოლაციაში იყო და მასთან პირადი საუბრის უფლებას არავის აძლევდნენ.

„ბუნებრივია 7 წლის განმავლობაში, იგი როგორც ივანიშვილის პირადი ტყვე, იყო საპყრობილეში. კომუნიკაცია მასთან რთული იყო, რადგან მარტო გასაუბრების საშუალებას არავის აძლევდნენ.  მნიშვნელოვანია, რომ ვანო ვერ გატეხეს და ის აგრძელებს ბროძოლას ივანიშვილის გეჟიმსის დასრულებისთვის, არა იმიტომ, რომ 7 წელი იჯდა ციხეში, არამედ იმიტომ რო მქვეყანას დავუბრუნოთ პერსპექტივა“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.



close დახურვა