„თეა წულუკიანი დიდ საყვედურს მიიღებს ბიძინა ივანიშვილისგან, რადგან თავისუფლებაში მყოფი მერაბიშვილი მის ინტერესებში არ შედის“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ მელიქიშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „მერაბიშვილი არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ სჭირდება“.
მელიქიშვილი დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერის პოტენციალი ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.
„7 წელია ვიბრძოდით არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილი გამოშვებისთვის, არამედ ყველა იმ პოლიტიკური პატიმრისთვის, რომელიც დღეს არის ციხეში. 8 წლის განმავლობაში 15 ათასზე მეტი ჩვენი მხარდამჭერი ათენებდა და აღამებდა პროკურატურასთან. ზოგს ბრალი წაუყენეს, ზოგს დღემდე ატარებენ. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სტილი. საქართველოში ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. თავად ვანოს შემთხვევაც განსაკუთრებულია, როდესაც სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად წინასწარი დაკავების შემდეგ გზაში აწევდნენ ბრალდებებს. კითხვას თავადვე სვამდნენ საზოგადოებაში, შემდეგ ამ კითხვას თავადვე ფუთავდა ბიძინა ივანიშვილის პროკურორები და უყენებდნენ სისხლის სამართლის მუხლის, შემდეგ კი ივანიშვილის სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებებს. რეჟიმი მალე დასრულდება და გამარჯვება აუცილებლად გაივლის არჩევნებზე“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.
