logo
ENG



ფინანსთა მინისტრს ოპოზიცია უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს - ფინანსთა სამინისტრომ სპეცეკიპირებისთვის თანხები გვიან გამოყო

02 მარ 202020:21
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა მინისტრს ოპოზიცია უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობამ კორონავირუსის საფრთხეების შესახებ დადგენილება  28 იანვარს დაამტკიცა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა  კი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მებაჟეებისთვის სპეცეკიპირება შეიძინოს.  ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყანაში  დაავადების  პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

მაშინ, როცა მთავრობის დადგენილების შესრულებას ფინანსთა სამინისტრო არ ჩქარობდა შემოსავლების სამსახურმა გამარტივებული წესით, ერთ თვეში სარესტორნო მომსახურება 4-ჯერ შეისყიდა.

სახელმწიფო უწყებების მოუმზადებლობაზე მიუთითებენ ექსპერტები. მიიჩნევენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის სპეციალური ეკიპირების შეძენა სარეზერვო თანხებითაც შეეძლო და ბიუროკრატიული პროცედურები არ უნდა გაევლო.  

ფინანსთა სამინისტროში ოპოზიციას დღის ბოლოს განცხადებით უპასუხეს. უწყებაში ამბობენ, რომ ახალი ტენდერებით მხოლოდ მარაგებს ყიდულობენ და საკმარისი ეკიპირება გააჩნიათ.  


close დახურვა