გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ესტონეთმა, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად გასული წლის ოქტომბერში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა ერთხმად დაგმო.
როგორც გაეროში ესტონეთის ელჩმა განაცხადა, რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის მიზანი უთანხმოების დათესვა და რიგითი ქართველების ცხოვრებაზე ზიანის მიყენების მცდელობა იყო.
ესტონეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს კიბერშეტევები რუსეთის გრძელვადიანი კამპანიისა და საზიანო მოქმედებების უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია.
რუსეთმა ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ არ ჩარეულა და არც გეგმავს მეზობელი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს.
იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელმაც „გრუ"-ს ქმედება დაგმო, ბელგიაც შეუერთდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიბერშეტევა ცალკე საკითხად განიხილეს.
შეგახსენებთ, საქართველოს მიმართ ფართომასთაბიანი კიბერშეტევა განხორიცლედა. როგორც გაირკვა ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და მედია საშუალებებზე კიბერშეტევა რუსეთის მიერ განხორციელდა.
