logo
ENG



კორონავირუსის ანალიზი კერძო ლაბოტარიებში რამდენიმე ასეული ლარი ჯდება

09 მარ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 15-მდე გაიზარდა. დაავადებულთა უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს კი  მაღალი ტემპერატურა და ფილტვების ორმხრივი ანთება აღენიშნება. 

სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვისაც სიმპტომები უვლინდება და კორონავირუსზე თავის შემოწმება უნდა. ლუგარის ლაბორატორიაში მხოლოდ მათი ანალიზები იგზავნება, ვისაც რისკზონებში მყოფ ადამიანებთან ჰქონდა შეხება. ამ დროისთვის კორონავირუსის გადამოწმება ინფექციური კლინიკის გარდა, კიდევ ერთ აკრედიტებულ ლაბორატორიაშია შესაძლებელი, სადაც ტესტის ღირებულება 600-დან 1000 ლარამდე

აპირებს თუ არა სახელმწიფო ამ მიმართულებით მუშაობას და ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფას, ჯერ უცნობია. 

ცოტა ხნის წინ კი ინფექციურ საავადმყოფოში ბაკურიანიდან გადმოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე დღე ის სასტუმროში მუშაობდა. მისი ტესტის პასუხები დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.


close დახურვა