განათლების ექსპერტი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ის ქვეყნები რომლებიც უკვე გადავიდნენ მსგავს სწავლებაზე, მათ ამის გამოცდილებაც ჰქონდათ, რადგან ისინი განათლების სისტემაში ისეთ მეთოდებს იყენებდნენ, რომელიც ისედაც არის დისტანციურს მიახლოებული.
შალვა ტაბატაძე ფიქრობს, რომ საქართველოს განათლების სისტემას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა გაუჭირდება, რადგან ქვეყანას ამის გამოცდილება არ აქვს.
„დისტანციური სწავლებისთვის ამ ეტაპზე მზად არ ვართ. არის გარკვეული პოზიტიური პროექტები და გამოცდილება, არის უამრავი რესურსი შექმნილი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება თუმცა მთლიანობაში საქართველოს სისტემა რამდენად არის მზად დისტანციურ სწავლებაზე გადასასვლელად, ამ თვალსაზრისით გვაქვს მძიმე ვითარება.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც თანდათან გადადიან დისტანციურ სწავლებაზე, საქართველოში ვითარება უფრო მძიმედ არის. ამ ქვეყნებში მთელი სისტემა იყო მზად დისტანციური სწავლებისთვის, რადგან იყენებდნენ ისეთ სწავლების მეთოდებს, რომლებიც ფაქტიურად დისტანციურ სწავლებასთან მიახლოებულია.
ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ნაკლები გამოცდილება და რთული იქნება“, - განაცხდა შალვა ტაბატაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება გლობალურ პანდემიად ოფიციალურად გამოაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს კორონავირუსით გამოწვეული პირველი პანდემიაა.