logo
ENG



გვრიტიშვილი: კორონავირუსის გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

17 მარ 202010:31
3 წუთის საკითხავი
 
eay41au43h159sv.png

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვირიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

„გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, მოქალაქეებს აღარ მოუწევთ სასამართლოში მოსვლა, რადგან გავააქტიურეთ დისტანციური სერვისები, ხოლო ზეპირი მოსმენები გადაიდო სხვა დროისთვის.

60 წელს მიღწეული, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის მქონე, მცირეწლოვანი ბავშვების მშობელი მოხელეები გადავიყვანეთ სამუშაოს დისტანციური შესრულების რეჟიმში.

მოხელეებს, რომელნიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ 1 მარტის შემდეგ, აგრეთვე - გარკვეული შეხება შეიძლება ჰქონოდათ ვირუსის გავრცელების წყაროსთან, აეკრძალათ სასამართლოში გამოცხადება და მიეცათ მითითება თვითიზოლაციის შესახებ.

ყველა პირი, ჩემი ჩათვლით, ვინც მუშაობს უშუალოდ სასამართლოს შენობაში, იცავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემულ რეკომენაციებს“, - წერს გვრიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოც შეზღუდვებს აწესებს. დღეიდან, პროცესების უმეტესობა გადაიდება და ტერიტორიაზე შეიზღუდება მედიასაშუალებების გადაადგილება. სასამართლო მხოლოდ იმ საქმეებზე იმსჯელებს, რომლებსაც განხილვის შემჭიდროებული ვადები  აქვს.


close დახურვა