logo
ENG



ბესელია: უზენაესი სასამართლოს თვმჯდომარის საკითხის ასეთ მოკლე დროში განხილვა, პროცესს აზიანებს

17 მარ 202011:25
3 წუთის საკითხავი
 
owivxr6zxk1zusd.png

იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის მოსმენისას განაცხადა, რომ საკითხის დაჩქარებული განხილვა, პროცესს დააზიანებს.

ბესელიას თქმით, ყოველივე ამის შემდეგ დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გასაკვირი არაა.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ასეთი დაჩქარებული პროცედურით იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღბას. ცუდია, რომ დრო ისეთი შეზღუდულია, ვიდრე ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი იმსახურებს. ის, რომ გუშინ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და დღეს მოსმენა იგეგმება პლენარული სხდომის დღეს, ეს ძალიან ცუდი დამოკიდებულების მაჩვენებელია.

როდესაც ვირჩევთ უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარეს, ამ საკითხს ასეთი სწრაფი განხილვა, ძალიან აზიანებს. მერე არ უნდა გვიკვირდეს ის განცხადებები, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენთ“, - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს უსმენენ.


close დახურვა