logo
ENG



კერძო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტების შემოტანის შეფერხებაში ადანაშაულებს

19 მარ 202019:42
3 წუთის საკითხავი
 

კერძო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტების შემოტანის შეფერხებაში ადანაშაულებს. როგორც კერძო კლინიკების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მზად არიან, აღნიშნული ტესტების შემოსატანად, თუმცა ხელისუფლების შესაბამისი უწყებები ბიუროკრატიის გამო, პროცესებს აფერხებს და ფაქტობრივად უარს ეუბნება.ცნობილია, რომ რამდენიმე დისტრიბუტორულმა კომპანიამ უკვე მიმართა კიდეც უცხოურ მწარმოებელ კომპანიებს და მზად არიან ტესტების შემოსატანად, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროდან თანხმობა ამ დრომდე არ მიუღიათ.

ჯანდაცვის სპეციალისტები კი ამბობენ, რომ სწრაფ ტესტებზე რეგულაციები, განვითარებულმა ქვეყნებმაც შეამცირეს და ჯანდაცვის სამინისტრო ახლა დროს კარგავს. სერგო ჩიხლაძე ეჭვობს, რომ ამ ხელოვნური ბარიერების უკან შესაძლოა გარკვეული ინტერესები იმალებოდეს. 

კლინიკების გარდა, პოლიტიკური ოპოზიციისთვისაც გაუგებარია, რატომ ზღუდავს ხელისუფლება ტესტების შემოტანას და მონოპოლიასა და პოლიტიკურ მოტივაციაში შეაქვს. 

თავად ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ტესტები, რომლის შემოტანაც კერძო კლინიკებს სურთ, შესაძლოა, უხარისხო აღმოჩნდეს და ამით რისკები კი არ შემცირდეს, გაიზარდოს. მინისტრი ამბობს, რომ მთავარი ტესტების ხარისხია.

დისტრიბუტორულმა კომპანიებმა  ჯანდაცვის სამინისტროს ტესტების შემოტანის თხოვნით უკვე მიიმართეს. სამინისტროში ექიმებმა ის სქემაც წარადგინეს, რომლის მიხედვითაც სწრაფი ტესტების გამოყენება უნდა მოხდეს. ახლა კლინიკები პასუხს ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ ბიუროკრატიული გაუმართაობის გამო სწრაფი დიაგნოსტირება დაგივანებული არ იქნება. 


close დახურვა