logo
ENG



მეუფე ანდრია: ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა ყოვლად მიუღებელია

20 მარ 202021:12
3 წუთის საკითხავი
 

სინოდის გადაწყვეტილებით საპატრიარქო ზიარების წესს არ ცვლის, აღნიშნულის შესახებ განცხადება სინოდის კრების დასრულების შემდეგ, გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ განაცხადა.

ასევე მეუფე ანდრიას თქმით ზიარების დროს მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ ზიარების შემდეგ, ღვინო სხვადასხვა ჭურჭლით მიიღონ.

„წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება, ამიტომაც ეკლესიის წევრებისთვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე ყოვლად მიუღებელია. ამ კრიტიკულ მომენტში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს: ეკლესიებსა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება ეკლესიის წესების სრული დაცვით, მეორე, სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება, მესამე: ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით, მეოთხე რისკის ჯგუფის მყოფ ადამიანებს სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები, მეხუთე, დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს “,-განაცხადა მეუფე ანდრიამ.


close დახურვა