დღეიდან ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადის. კლინიკა მხოლოდ კოვიდ 19-ით საეჭვო და დადასტურებულ პაციენტებს მოემსახურება, ბავშვთა და სხვა განყოფილებები კი მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ მედიას კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განუცხადა.
"მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ დღეიდან მხოლოდ კოვიდზე მუშაობაზე გადავივართ და ვწყვეტთ ბავშთა კონტიგენტის ჰოსპიტალიზაციას. კლინიკაში 8 პაციენტი გვყავს და მათი მონაცემები უკვე გადაგზავნილია. დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება პასუხები. 3 პაციენტი კი ვირუსითდადასტურებულია და გადიან მკურნალობას",-განაცხადა ნადირაზემ.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორის კი საშუალო სიმძიმისაა.
