logo
ENG



24 საათში პირველი დოზით მხოლოდ 670 ადამიანი აიცრა

25 ოქტ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/25/3levegc3zaqjgxg.jpg

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 24 საათში პირველი დოზით მხოლოდ 670 ადამიანი აიცრა. გუშინ სულ 1 877 აცრა ჩატარდა.

მათი ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 769 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.1%-ია, ხოლო სრულად - 923 970 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 32.4%.

გუშინ, 24 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ნოემბრიდან პროფესიულ ჯგუფებში აცრის სავალდებულობასთან დაკავშირებით შესაძლო ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთლიანი მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად განიხილება არაპირდაპირი დავალდებულების პრინციპის დანერგვა, რაც არავაქცინირებული ადამიანებისთვის მომსახურეობების ნაწილთან წვდომის შეზღუდვაში გამოიხატება. 

ამასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას "არ დაუშვებს".


close დახურვა