სექტემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის N32-ში მდებარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი, სადაც "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი" იყო განთავსებული, ექსპლუატაციისთვის საფრთხის შემცველი იყო და, შესაბამისად, ცენტრი, სადაც 250-მდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი გადიოდა ქცევით თერაპიას, დაიხურა. სასოწარკვეთილებაში დარჩენილი მშობლები სახელმწიფოს მხრიდან პასუხსა და რეაგირებას მესამე თვეა უშედეგოდ ელიან. ამასობაში მათი აუტისტური სპექტრის მქონე შვილების მდგომარეობა რეგრესს განიცდის. რას მოითხოვენ ეს ადამიანები და რა სიტუაციაში ამყოფებს მათ სახელმწიფო, დროების სიუჟეტში ნახავთ და მოისმენთ.
250 დავიწყებული ბავშვი - დროება
12 ნოე 202320:58
3 წუთის საკითხავი