logo
ENG



ექსპერტი: მთავრობა ერთი თვის წინ ამუშავებდა სცენარებს და დღეს ხდება სამედიცინო აღჭურვილობის მოთხოვნა

07 აპრ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

რატომ ითხოვს მთავრობა დახმარებას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან - როგორც ცნობილია საქართველოს მთავრობამ ნატოსგან სამედიცინო ბანაკები, საწოლები, პირბადეები და სხვა სამედიცინო აღჭურვილობა მოითხოვა.

ჯანდაცვის ექსპერტის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მთავრობა სცენარებს ერთი თვის წინ ამუშავებდა და გაუგებარია რატომ ხდება ახლა სამედიცინო აღჭურვილობის მოთხოვნა. ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ შეხება მხოლოდ ერთ მომწოდებელთან არ გვექნება, რათ ის რაც სწრაფი ტესტების შემთხვევაში მოხდა აღარ განმეორდეს.

„ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება რატომ ხდება ახლა მოთხოვნა, როდესაც იგივე მოდელირებას და სცენარებს ერთი თვის წინ ამუშავებდნენ და დღეს ხდება ამის მოთხოვნა. მოვისმინეთ მთავრობის და ჯანდაცვის მინისტრის ნათქვამი რომ მარაგები შეივსება პრობლემა არ არის და დღეს ვხედავთ დოკუმენტს, რომლითაც დახმარებას ითხოვს. იმედია ისე არ მოხდება, როგორც სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით იყო, მხოლოდ ერთ მომწოდებელთან დამყარებული ურთიერთობა, რომელიც არ გამოდგა ხარისხიანი და ჩაფლავდა ეს კონტრაქტი და დღესაც ტესტირების გარეშე ვართ“, - აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე.


close დახურვა