logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: ისტორიაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ზიარების დროს გავრცელებულიყო ვირუსი

07 აპრ 202014:27
3 წუთის საკითხავი
clock 436

სამებაში ინფიცირებულ სტიქაროსანთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუეკთებიათ, რადგან ინფორმაცია წირვის დასრულების შემდეგ გავრცელდა. რაც შეეხება წირვას, მეუფე შიომ დღეს ქადაგებაში მრევლს მიმართა და განსაცდელზე ისაუბრა.

„იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს სულში, ეს ხდება დიდი განსაცდელების შედეგად, დავფიქრდეთ ჩვენ ამაზე გავიაროთ გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, მსუბუქია ღვთისმშობლის განსაცდელებთან შედარებით. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, ჩვენც ჩვენი მხრიდან მივულოცთ მას ხარების დღესასწაული, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ მთელი ცხოვრება შესწირა სწორედ იმას, რომ მრევლის გულებში იშვას ღმერთი“,-განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებაში.

ხარების წირვას სამების საკათედრო ტაძარში ესწრებოდნენ მეუფეები სხვადასხვა ეპარქიებიდან. წირვის დასრულების შემდეგ მათ მედიასთან კომენტარები გააკეთეს. მეუფე ნიკოლოზმა ზიარების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ ვირუსი ზიარების დროს გავრცელებულიყოს.

„ჯერ ისტორიაში არ ყოფილა ასეთი შემთხვევა რომ ბარძიმიდან, კოვზიდან ინფექცია გავრცელებულიყოს. ხატიდან გავრცელების შემთხვევები იყო, ეს იყო ორი შემთხვევა და ეს იყო ღმერთის სასჯელი ადამიანის ცოდვებისათვის. ოღონდ კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ცოდვებისათვის. საქართველოშიც იყო ასეთი ვითარება, აღდგომის ღამეს, დავით აღმაშენებლის მამის დროს მოხდა მიწისძვრა და ბევრი ადამიანი დაიღუპა იმიტომ, რომ ღმერთი იყო განრისხებული ხალხზე“,-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ასევე მეუფეების ნაწილი მიიჩნევს, რომ მედიის მხრიდან კითხვები ეკლესიის საქმიანობასთან დაკავშირებით სუბიექტურია, მათი განცხადებით რეკომენდაციებზე მსჯელობენ და საბოლოო გადაწყვეტილებას საპატრიარქო მიიღებს.

„რეკომენდაციები შესრულდება და ავღნიშნავთ როგორც ღვთის ნება იქნება. ჩატარდება ისე როგორც დღეს. ჩემი პოზიცია არის საპატრიარქო და ის დააფიქსირებს. ჩანს რომ თქვენ ხართ სუბიექტური და შემოგაქვთ დაძაბულობა “,-აცხადებენ მეუფეები.

მართმადიდებლური ეკლესია კიდევ ერთი დღესასწაულისთვის ემზადება 12 აპრილს ბზობის დღესასწაულითან დაკავშირებით სამების საკატედრო ტაძარში წირვა არსრულდება. 


close დახურვა