რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ალექსი ვაჩაძე გადაცემა „COVID 19“-ში კორონავირუსის პრევენციის გზებზე საუბრობს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანის ტესტირება მოხდეს, რადგან ზოგჯერ საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ უფიქსირდებათ კორონავირუსის სიმპტომები.
ალექსი ვაჩაძე ბათუმელ მომღერალზეც საუბრობს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები საკარანტინო პერიოდის შემდეგ გამოუვლინდა. მისი თქმით, რომ არა ამ ადამიანის ყურადღება მაშინ ძალიან ბევრი ადამიანის დაინფიცირება მოხდებოდა.
„საქართველოში ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა გუშინ და დღეს. ბათუმელი ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც 14 დღე კარანტინში იმყოფებოდა, უნდა წასულიყო სახლში და აღმოაჩინა, რომ ზუსტად ის სიმპტომები ჰქონდა, რომელიც ამ ვირუსს ახასიათებს. დადგინდა, ომ ამ ადამიანს აქვს კორონავირუსული ინფექცია და რომ არა მისი სიფხიზლე, ბევრ ადამიანს დააინფიცირებდა.
სამედიცინო პერსონალი უნდა იტესტებოდეს აუცილებლად. ისლანდიაში აღმოაჩინეს, რომ 54% ადამიანების ვინც ტოვებს კარანტინს კოვიდ დადებითი აქვთ. ჩემი აზრით იმ ადამიანებს ვისაც არანაირი სიმპტომი არ აქვს დადიან სამსახურებში და აუცილებლად უნდა მოხდეს ადამიანების ტესტირება იმიტომ, რომ ყველაზე საშიში ამ დროს უსიმპტომო ადამიანია რომელიც არის მოარული ნაღმი“, - განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.
