logo
ENG



გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სექტორი პანდემიას თავს ართმევს - ედისონ რისერჩი

12 აპრ 202022:27
3 წუთის საკითხავი
 
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სექტორი პანდემიას თავს ართმევს - ედისონ რისერჩი
kvleva 75

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის 100% მიიჩნევს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს თავს ართმევენ.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ჯანდაცვის წარმომადგენლები თავს ართმევენ კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციას? - გამოკითხულთა 98%-მა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, 2%-მა კი, აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის.

შეგახსენებთ, კვლევა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ „ედისონ რესერჩმა“ გასულ კვირას ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ტელეფონით საქართველოში მცხოვრები 1000 რესპოდენტი გამოიკითხა.


close დახურვა