logo
ENG



თამაშდება მეორედ მოსვლის პოლიტიკური პროექტი, ეკლესია რწმენას ვირუსზე ამოწმებს - თეოლოგი

16 აპრ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

თეოლოგი ლელა ჯეჯელავა "ფორმულასთან" საუბარში საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. 

ჯეჯელავა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით დამტკიცება, თუ ვინ არის რეალური მმართველი სახელმწიფოში. მან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეც გააკრიტიკა. კერძოდ, ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ იმნაძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკეთებდა. 

"ეკლესია, რომელიც ამაყობდა იმით, რომ აქვს 2000-წლიანი ისტორია, საქართველოში ქრისტეს ეკლესიას, დღეს ამოწმებს თავის რწმენას ვირუსზე. ჩვენს თვალწინ თამაშდება მეორედ მოსვლის პოლიტიკური პროექტი. ეკლესიას ახლა მიეცა შესაძლებლობა დაემტკიცებინა ვინ არის რეალური ხელისუფალი ამ ქვეყანაში. რამდენიმე ხნის წინ ბატონი პაატა იმნაძე ამბობდა, რომ ვიღაცა დევნის ეკლესიას. გუშინდელი მისი სრულიად აპოკალიპტური განცხადება, უკან მიდევნებული ლამპარი იყო", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ. 


close დახურვა